სიახლეები უკან

ჰონდურასის საზღვაო ადმინისტრაციის აუდიტი ბნსუ-ში

19 ნოემბერი 2019

 

75308022_3067921169885116_8730140612512186368_n.jpg

მიმდინარე წლის  14-15 ნოემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრში ჩატარდა ჰონდურასის საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის აუდიტი აღიარების განახლების მიზნით (renewal audit).

აუდიტორების მიერ შემოწმებულ იქნა ბნსუ-ს საზღვაო მომზადების ცენტრის ხარისხის დოკუმენტაცია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობა, სასწავლო-საწვრთნელი კურსები, საგამოცდო სისტემა და სხვა.

აუდიტის პროცესში არ გამოვლენილა არცერთი ხარვეზი და/ან შეუსაბამობა. ბნსუ-ს საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრმა წარმატებით გაიარა აუდიტი და მოიპოვა მორიგი აღიარება 2021 წლამდე.