სიახლეები უკან

იადეს უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში

27 სექტემბერი 2019

 

iade.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში დღეს იადეს უნივერსიტეტის (JADE University) წარმომადგენელს უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში, იადეს უნიერსიტეტის საზღვაო და ლოგისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნიკოლას ნაუსმა (Nicolas Nause) შეხვედრა გამართა ბნსუ-ს რექტორის მოადგილესთან, კანცლერთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან და ფაკულტეტების დეკანებთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და განიხილეს მიღწევები და სამომავლო გეგმები.

ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში.