IAMU კვლევითი პროექტის შუალედური ანგარიში
2022 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (IAMU) ყოველწლიური გენერალური ასამბელია (AGA22).
ასამბლეის ფარგლებში ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილემ გიორგი გაბედავამ წარადგინა კვლევითი პროექტის შუალედური ანგარიში პროექტის მიმდინაროების, განხორციელებული და განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ.
მოხსენების ფარგლებში წარდგენილ იქნა ინფორმაცია, პროექტის ფარგლებში განხორციელბული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შესახებ და დამსწრე საზოგადეობას მიეწოდა კვლევის შედეგების შესახებ პირველადი ინფორმაცია.
ბნსუ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად: დალიანის საზღვაო უნივერსიტეტი; ლუბლიანას საზღვაო უნივერსიტეტი ახორციელებს კვლევით პროექტს „Creation of Practical Guide in „Applied Psychology for Seafarers “, რომელიც საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციისა და ნიფონ ფაუდეიშენის მიერ არის დაფინანსებული.
მოხსენების დასრულების შედეგად გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი.
ბნსუ საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის წევრი უნივერსიტეტია.
