IEC ინოვაციური განათლების ცენტრის ტრენინგი
23 იანვარი 2024
2024 წლის 10 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ,,IEC ინოვაციური განათლების ცენტრის“ ტრენინგების ციკლი, რომელიც შედგებოდა 5 მოდულისაგან:
- მოდული №1. ,,როგორ მოვამზადოთ საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციისთვის მოქმედი სტანდარტების შესაბამისად";
- მოდული №2.,,კვლევის სწორად დაგეგმვა, განხორციელება და შეფასების ვალიდური მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში";
- მოდული №3.,,როგორ გავწეროთ საგანმანათლებლო პროგრამებში და სასწავლო კურსებში კომპონენტებში სწავლის შედეგები ვალიდურად; სწავლის შედეგების გაზომვადობა";
- მოდული №4.,,როგორ გავხადოთ ლექცია/სემინარი ინტერაქტიული (სწავლების აქტიური მეთოდები)";
- მოდული №5.,,HR სტრატეგია და იურიდიული რეგულაციები პერსონალის მართვის პროცესში. პერსონალის განვითარება და ორგანიზაციული კულტურა საგანმანათლებლო დაწესებულებებში".
