სიახლეები უკან

ინსპექციური აუდიტი ბნსუ-ში

10 დეკემბერი 2011

2011 წლის 9 და 10 დეკემბერს, სასერტიფიკაციო ასოციაციის "რუსული რეგისტრი-ვესტჯორჯიას" მიერ, ჩატარდა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პირველი ინსპექციური აუდიტი საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2008 მოთხოვნებთან საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების მეთოდებისა, პროფესიული და უმაღლესი განათლების სპეციალისტთა მომზადების, საზღვაო ტრანსპორტის სპეციალისტების თეორიული და ტრენაჟორული მომზადების/ გადამზადების, მეზღვაურების და სტუდენტების სამედიცინო შემოწმების სფეროში საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისობაზე. აუდიტის ჯგუფს ხელმძღვანელობდა - რ. ხაჩატურიანი, წევრები - თ. თურმანიძე, გ. ჭინკაძე.