სიახლეები უკან

იურისტის საკონსულტაციო შეხვედრა შრომითი უფლებების საკითხებზე

10 მარტი 2026

2026 წლის 10 მარტს, ბნუ-ს იურისტმა, ნინო გობაძემ, საკონსულტაციო შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის პერსონალისთვის.

შეხვედრის ფარგლებში განიხილულ იქნა შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებები და ვალდებულებები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების პირობების, სამუშაო დროის, შვებულების, ანაზღაურებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის ფორმატშიც, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა მიეღოთ პრაქტიკული რჩევები მათთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე.