IV დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ბნუ-ში
2025 წლის 27 ნოემბერს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიცაზიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტმა დაიმატა IV დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები: “საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია” და “გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია”.
აღნიშნული პროგრამების განხორციელება 2026 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მაღალ აკადემიურ სტანდარტებსა და ხარისხის მართვის ეფექტიან სისტემას, რაც საშუალებას გვაძლევს პროფესიულ სტუდენტებს მუდმივად შევთავაზოთ თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლება.
