სიახლეები უკან

კალათბურთის ტურნირი

27 აპრილი 2012

2012 წლის 23-24 აპრილს ბნსუ-ში გაიმართა შიდა ტურნირი კალათბურთში. ტურნირში მონაწილეობას ღებულობდა 6 გუნდი. ფინალში გავიდა საზღვაო ნაოსნობის სპეციალობისა და ნიგერიელ სტუდენტთა გუნდები. დაძაბული თამაშის შედეგად, გამარჯვება საზღვაო ნაოსნობის სპეციალობის გუნდმა მოიპოვა. 

ვულოცავთ საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ შეჯიბრებებში.