სიახლეები უკან

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია Association of Private Universities

12 ნოემბერი 2018

 

kerd_umagl_shexvedra_1.jpg

2018 წლის 12 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. მისასალმებელია  ცენტრის  დირექტორის გიორგი ვაშაკიძის კონსტრუქციული და ღია დამოკიდებულება ასოციაციის მიმართ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს უმაღლესი განათლების პრობლემური და მნიშვნელოვანი საკითხები. ბატონმა გიორგიმ ასოციაციას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციას და განათლების სხვადასხვა საკითხთან მიმართებით ეფექტიან კოორდინაციას.