კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მმართველი საბჭოს II სხდომა

2018 წლის 30 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა, რომელშიც, მმართველი საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ.
საბჭოს სხდომაზე, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა საზღვაო პროფილის წევრ უნივერსიტეტთა განაცხადების საფუძელზე უცხოელი ექსპერტების მიერ ტრეინიგ-მოდულების (IMO Model Course 6.09, IMO Model Course 6.10, IMO Model Course 3.12, Professional English) SES-ის ფარგლებში განხორციელების საკითხი.
სხდომას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ქალბატონი თამარ სანიკიძე.
