კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომა

2018 წლის 15 სექტემბერს, 15:00 საათზე, სასტუმროში „Wyndham Batumi” გაიმართა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომა.
ასოციაციის მმართველი საბჭო სხდომაზე განხილულ იქნა უმაღლესი საზღვაო განათლების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობა. ასოციაციის წევრის - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მიერ წარმოადგენილ იქნა შესაბამისი კონცეფცია.
საბჭომ ასევე განიხილა ორგანიზაციული საკითხები.
მმართველი საბჭოს სხდომას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რექტორები და აკადემიური პერსონალი.
საზღვაო განათლების განვითარების კონცეფციის სამუშაო ვარიანტის პირველი განხილვისას გამოიკვეთა კითხვები და პრობლემები, რომელთა განხილვა-გადაჭრის მიზნით დაიგეგმა წარმოდგენილი კონცეფციის განხილვის შემდგომი ეტაპები როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან, ისე სხვა საზღვაო სასწავლო დაწესებულებებთან ერთად.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას საზღვაო განათლების პრობლემათა გაჟღერებისა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში აქტიური თანადგომისათვის.
დაინტერესებულ პირებს შუძლიათ გაეცნონ სხდომაზე განხილულ კონცეფციას ბნსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.bntu.edu.ge

