სიახლეები უკან

,,ხარისხის კულტურისა და ბრენდის შექმნა“

5 ივნისი 2016

2016 წლის 3 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის ,,ვიშეგრადის ხარისხის უზრუნველყოფის და ინტერნაციონალიზაციის მართვა უმაღლეს სასწავლებლებში“ ფარგლებში ჩატარდა ტრეინინგი ,,ხარისხის კულტურისა და ბრენდის შექმნა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში“. ტრეინინგის უძღვებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი, ქალბატონი ასიკო ცინცაძე. ტრეინინგზე წარმოდგენილი და განხილული იქნა ხარისხის კულტურის კომპონენტები, მათი რეალიზაციისა და შეფასების გზები და ხერხები; მოხდა დაწესებულებათა შორის გამოცდილების გაზიარება.