ხარისხის მენეჯერის საინფორმაციო შეხვედრა პერსონალთან
26 ივნისი 2025
2025 წლის 25 ივნისს, ავტორიზაციის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების საფუძველზე დაგეგმილი მაკორექტირებელი ქმედებების შესრულების მიზნით, ხარისხის მენეჯერმა ოთარ ცინცაძემ ჩაატარა შეხვედრა ბნუ-ს პერსონალთან.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ბიზნესუწყვეტობის გეგმისა და რისკების მართვის პროცედურაში განხორციელებული ცვლილებების გაცნობა, ასევე იდენტიფიცირებული რისკების განხილვა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესუწყვეტობის გეგმასთან დაკავშირებული ძირითადი რისკები და კრიზისული სიტუაციების მართვის გზები.
შეხვედრას ბნუ-ს ადმინისტრაციული, განმახორციელებელი და დამხმარე პერსონალი დაესწრო.
