ხარისხის მენეჯერისა და იურისტის საინფორმაციო შეხვედრა
19 ივნისი 2025
2025 წლის 19 ივნისს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხარისხის მენეჯერმა, ოთარ ცინცაძემ და იურისტმა, ნინო გობაძემ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.
შეხვედრის მიზანი იყო ბნუ-ს ოფიციალური სახელის ცვლილებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების განხილვა და ბნუ-ს მმართველი ორგანოების ფუნქცია-მოვალეობების გაცნობა.
შეხვედრას ბნუ-ს პერსონალის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.
