ხარისხის უზრუნველყოფის მხარდამჭერი ჯგუფის სამუშაო შეხვედრა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაწილეობით
2026 წლის 6 მარტს, ბნუ-ში გაიმართა ხარისხის უზრუნველყოფის მხარდამჭერი ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების როლი და მათი უკუკავშირის მნიშვნელობა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში, ასევე მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და სრულყოფის მიზნით.
