სიახლეები უკან

სამუშაო შეხვედრა მონიტორინგის შედეგების განხილვის მიზნით

14 მაისი 2025

2025 წლის 14 მაისს, ბნსუ-ში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობით.

შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო სტუდენტის სტატუსის მართვასთან დაკავშირებული მონიტორინგის შედეგები. წარმოდგენილი იქნა გამოვლენილი ხარვეზები და მათი აღმოფხვრის რეკომენდაციები. მონაწილეებმა იმსჯელეს გაუმჯობესების სამოქმედო ნაბიჯებზე და რეაგირების მექანიზმებზე.

აღნიშნულმა შეხვედრებმა ხელი შეუწყო მონიტორინგის შედეგებზე დროულ და დოკუმენტირებულ რეაგირებას.