სიახლეები უკან

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა პერსონალისთვის

13 ოქტომბერი 2026

2026 წლის 13 ოქტომბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით უნივერსიტეტის პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და მათი გამოყენების შედეგების შესახებ პერსონალის ინფორმირებულობის ამაღლება.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში პერსონალის ჩართულობის მნიშვნელობას, გამოვლენილი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს.