ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან
2 დეკემბერი 2025
2025 წლის 2 დეკემბერს, ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა პროფესიული სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაცნობა და მათი ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმა.
შეხვედრის განმავლობაში, პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:
- ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა;
- სტუდენტთა მონაწილეობის როლი ხარისხის გაუმჯობესებაში;
- სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და კმაყოფილებისა და საჭიროებების კვლევების მნიშვნელობა
საინფორმაციო შეხვედრამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, გაეზიარებინათ მოსაზრებები და უკეთ გაეგოთ, თუ როგორ მუშაობს ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.
