ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან
2025 წლის 15 მაისს, ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, პროფესიულ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების დეტალურად გაცნობა. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის იმ ძირითადი პროცესებისა და ინსტრუმენტების განმარტებას, რომლებიც ხელს უწყობს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და აკადემიური სტანდარტების დაცვას.
მსგავსი შეხვედრები ეხმარება სტუდენტებს უკეთ გააცნობიერონ, თუ როგორ მუშაობს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და როგორ შეუძლიათ თავადაც ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი უნივერსიტეტის უწყვეტი განვითარების პროცესში.
