სიახლეები უკან

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შეხვედრა სტუდენტებთან

25 ივლისი 2025

2025 წლის 25 ივლისს, ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრების მთავარი მიზანი იყო სტუდენტთა საჭიროებებისა და კმაყოფილების კვლევის შედეგების გაცნობა და სტუდენტებთან ერთად განხილვა. 

აღნიშნული შეხვედრა ხელს უწყობს უნივერსიტეტში გამჭვირვალობის, ჩართულობისა და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს გაძლიერებას, რაც ბნუ-ს ხარისხის კულტურის ერთ-ერთი საკვანძო პრიორიტეტია.