ხელშეკრულება ,,აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციასთან’’
27 ივნისი 2013
ბათუმის ნავიგაციის სასავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დაასრულა მოლაპარაკებები ,,აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის“ გენერალურ დირექტორთან. შედეგად, ასოციაციამ შესთავაზა ბნსუ-ს ასოციაციაში გაწევრიანება. შემოთავაზებული ხელშეკრულების საგანს, აგრეთვე, წარმოადგენს ,,უნივერსიტეტის ინტერესთა წარმოდგენა საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე’’. აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპია ბნსუ-ს განვითარებისა და ზრდის პროცესში.
