კლიმატური ცვლილება - არსი და ჭიდილი“ - ონლაინ საჯარო ლექცია 23.04.2020

კლიმატური ცვლილება - არსი და ჭიდილი“ - ონლაინ საჯარო ლექცია ამ სახელწოდებით ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისთვის ჩატარდა.
საჯარო ლექცია დედამიწის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.
ლექცია წაიკითხა
▪SEED საქართველოს დირექტორმა
▪ ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა
▪ბიოლოგმა - ლევან ბუთხუზმა.
ლექცია მიზნად ისახავდა აუდიტორიისთვის კლიმატის ცვლილების შესახებ საბაზისო ინფორმაციის პოპულარული გზით მიწოდებას, აგრეთვე - საფრთხეებისა და მათი რეალურობის შეფასებას.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმას, თუ რამდენად სანდოა სამეცნიერო მონაცემები კლიმატის ცვლილებაში ადამიანის როლზე და რა იწვევს დაძაბულობას სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს შორის, როდესაც საუბარია კლიმატის ცვლილებაზე. საჯარო ლექციას ბნსუ-ს 40 წარმომადგენელი დაესწრო.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. თარიღს
მსოფლიოში უკვე 50-ედ აღნიშნავენ.
▪ეს დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 193 ქვეყანაზე მეტი და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.
დედამიწის დღის წლევანდელი სლოგანია: "კლიმატური ცვლილებები".

