სიახლეები უკან

კმაყოფილების კვლევის შედეგების განხილვის შეხვედრები მოქმედ მეზღვაურებთან

24 დეკემბერი 2025

2025 წლის 24 დეკემბერს, ბნუ-ში გაიმართა შეხვედრა, რომლებიც ეძღვნებოდა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართული მოქმედი მეზღვაურების კმაყოფილების კვლევის შედეგების განხილვას.

შეხვედრებზე განიხილეს აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებული ხელშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორები. მიღებული უკუკავშირი გაანალიზდა და გამოყენებულ იქნა მართვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

აღნიშნული შეხვედრები ხელს უწყობს მეზღვაურებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას. კვლევის შედეგები საფუძვლად დაედო მოქნილი სამუშაო პირობების შემუშავებას.