სიახლეები უკან

კომპანია „BRAND“-ის წარმომადგენლების ვიზიტი

12 ივნისი 2024

2024 წლის 12 ივნისს, ბნსუ-მ საერთაშორისო კომპანია „BRAND“-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ბნსუ-ს მენეჯმენტთან, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

კომპანიის წარმომადგენლებმა, სტუდენტებსა და პროფესიულ სტუდენტებს თავიანთი საქმიანობა გააცნეს და დასაქმების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს, დაინტერესებული სტუდენტები სამსახურის მაძიებელთა სიაში დარეგისტრირდნენ.  

ვიზიტი საკრუინგო კომპანია „NAPA Project“-ის ინიციატივით და მხარდაჭერით შედგა.