სიახლეები უკან

კონფერენცია „ ევროკავშირი - საქართველო „საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“

19 მარტი 2022

2022 წლის 17-18 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გიორგი გაბედავა დაესწრო კონფერენციას „ ევროკავშირი - საქართველო „საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“.

კონფერენციის მიზანი საქართველოში პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ ფართომასშტაბიან წარდგინების და დაინტერესებული საზოგადოებისთვის ევროკომისიისა და ქართველი ექსპერტების მიერ პროგრამის ძირითადი ასპექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო.

კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „საგრანტო წინადადების ბიუჯეტის მომზადება და ფინანსური ანგარიშგება.“

კონფერენცია ჰიბრიდული ფორმატში ჩატარდა და მას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობდა.