კონფერენცია „კლასტერული აკრედიტაცია და თემატური ანალიზი საქართველოში“ 15.06.2021

2021 წლის 15 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ კონფერენციას „კლასტერული აკრედიტაცია და თემატური ანალიზი საქართველოში“.
კონფერენციის მიზანისაქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საპილოტე რეჟიმში განხორციელებული კლასტერული აკრედიტაციისა და უმაღლეს, პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებული თემატური ანალიზის ახალი პროცედურების შედეგების წარდგენა იყო.
ღონისძიების ფარგლებში განათლების ყველა საფეხურის წარმომადგენელ დაინტერესებულ მხარეებს ქონდათ შესაძლებლობა, დაძმობილების პროექტის ექსპერტების რეკომენდაციებისა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და პოლიტიკის გათვალისწინებით, ემსჯელათ საქართველოში კლასტერული აკრედიტაციისა და თემატური ანალიზის სამომავლო პერსპექტივებზე.
კონფერენცია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ მიერ იყო ორგანიზებული.
კონფერენცია ონლაინ, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა.
