სიახლეები უკან

კონფერენცია: „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“

12 ოქტომბერი 2023
2023 წლის 9 – 10 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილემ საგანმანათლებლო პროცესებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში გამართულ კონფერენციაში.
  • კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა კონსორციუმის წევრი ქართული უნივერსიტეტების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული მესამე მისიის საპილოტე აქტივობები.
  • „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) პროექტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მუშავდება მეთოდოლოგია და გზამკვლევები მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ, რომელიც, პროექტით გათვალისწინებულ სხვა აქტივობებთან ერთად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებულებებს დაეხმარება მესამე მისიის კონტექსტში სტრატეგიის შემუშავებაში.
  • კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.