კონკურსი ბნსუ-ში!
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს მენეჯმენტის მიმართულებაში შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
- ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტი - 1 ვაკანსია.
2. აკადემიური თანამდებობებისთვის მოთხოვნებად განისაზღვროს:
- პროფესორისათვის:
ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები;
- ასოცირებული პროფესორისათვის:
ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები;
- ასისტენტ-პროფესორისათვის:
ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები;
- ასისტენტისათვის:
ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
- კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი ვაკანსიისათვის დადგენილი საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური ან პროფესიული ნიშნით.
- ყველა ზემოთ მითითებულ შემთხვევებში აუცილებელია საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) წარდგენა.
3. კონკურსთან დაკავშირებული ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
- კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება - 18.05.2022;
- საკონკურსიო საბუთების მიღება: 20-24.06.2022;
- საკონკურსო კომისიის მუშაობა: 27-30.06.2022;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 01.07.2022;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განცხადებების მიღება): 04.07.2022;
- საპრეტენზიო კომისიის მუშაობა - 05-06.07.2022;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 07.07.2022 (კონკურსის წინასწარი შედეგები მიჩნეულ იქნეს კონკურსის საბოლოო შედეგად, თუ არ მოხდება მათი გასაჩივრება);
- კომკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 08.07.2022.
4. კონკურსზე წარსადგენ საბუთებად განისაზღვროს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
- შევსებული „კონკურსანტის ანკეტა“;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4–ზე; ელ. ვერსია);
- უმაღლესი განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიაციის დადასტურების შემთხვევაში: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის და საკონკურსო აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული სამეცნიერო-პედაგორიური გამოცდილების (შრომის წიგნაკი, ცნობა ან/და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურების შემთხვევაში:საკონკურსო აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული პროფესიული და პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა ან/და სხვ.);
- უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი). უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც დაუდასტურდება წარდგენილი სასწავლო კურსის ინგლისურ/რუსულ ენაზე გაძღოლის კომპეტენცია;
- ინფორმაცია საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 5წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების შესახებ (მიეთითება „კონკურსანტის ანკეტაში“);
- „კონკურსანტის ანკეტაში“ კონკურსანტის მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
5. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადად (შრომითი ხელშეკრულების ვადად) განისაზღვროს: პროფესორისთვისა და ასოცირებული პროფესორისთვის - უვადოდ, ასისტენტ-პროფესორისთვის - 4 წელი, ასისტენტისათვის - 3 წელი.
6. ინფორმაცია კონკურსის შესახებ არაუგვიანეს 18 მაისისა იანვრისა განთავსდეს ბნსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.bntu.edu.ge) და გამოცხადდეს დასაქმების განცხადებების ვებ-გვერდზე (www.hr.ge). ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვროს პროფ. ნ. მიქელთაძე. ასევე, ბნსუ-ს ვებ-გვერდზე (www.bntu.edu.ge) განთავსდეს კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები:
- კონკურსანტის განცხადების ფორმა;
- კონკურსანტის ანკეტა;
- კონკურსზე წარდგენილი საბუთების მიღება-ჩაბარების ფორმა;
- სასწავლო კურსის სილაბუსის ფორმა;
- საკონკურსო საბუთების განხილვის ფორმა;
- სასწავლო კურსის სილაბუსის შეფასების ფორმა;
- აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსისჩატარების წესი.
7. საკონკურსო საბუთების მიიღება მოხდეს ზემოთ მითითებულ ვადებში ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე ამონაბეჭდი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელ. ფორმით (ბნსუ-ს ელ.ფოსტა: info@bntu.edu.ge).
8. კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში საპრეტენზიო განცხადებების მიიღება მოხდეს ზემოთ მითითებულ ვადებში ყოველდღიურად 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე ამონაბეჭდი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელ. ფორმით (ბნსუ-ს ელ.ფოსტა: info@bntu.edu.ge).
9. საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიებმა საქმიანობა განახორციელონ ბნსუ-ში (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38).
ანკეტა (პროფესორები ასოცირებული პროფესორი ასისტენტ პროფესორი)
შეფასება (პროფესორი ასოცირებული პროფესორი ასისტენტ პროფესორი)
