კონკურსი

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
(შემდგომში - ბნსუ) აცხადებს ღია კონკურსს (შემდგომში - კონკურსი) შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- ლოგისტიკა: 2 ასისტენტ-პროფესორი.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:
- ასისტენტ-პროფესორი –ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში: ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, პუბლიკაციები; ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ვაკანსიის შესაბამის დარგში: მუშაობის არანაკლებ 4 წლის პროფესიული გამოცდილება და ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები.
კონკურსთან დაკავშირებული ვადები:
- კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება - 14.02.2018;
- საკონკურსიო საბუთების მიღება: 19.03. - 23.03.2018;
- საკონკურსო კომისიის მუშაობა: 26.03. - 30.03.2018;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 02.04.2018;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განცხადებების მიღება): 03.04. -05.04.2016;
- საპრეტენზიო კომისიის მუშაობა - 10.04. - 13.04.2018;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 16.04.2018 (კონკურსის წინასწარი შედეგები მიჩნეულ იქნეს კონკურსის საბოლოო შედეგად, თუ არ მოხდება მათი გასაჩივრება);
- კომკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 17.04.2018.
კონკურსზე წარსადგენი საბუთები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
- შევსებული „კონკურსანტის ანკეტა“;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4–ზე; ელ. ვერსია);
- უმაღლესი განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიაციის დადასტურების შემთხვევაში: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის და სამეცნიერო-პედაგორიური გამოცდილების (შრომის წიგნაკი, ცნობა, სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურების შემთხვევაში:პროფესიული და პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა, სხვ.);
- უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის აღიარების დოკუმენტი;
- საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი). უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც დაუდასტურდება წარდგენილი სასწავლო კურსის ინგლისურ/რუსულ ენაზე გაძღოლის კომპეტენცია;
- „კონკურსანტის ანკეტაში“ კონკურსანტის მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და ინფორმაცია საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების შესახებ (მიეთითება „კონკურსანტის ანკეტაში“).
საკონკურსო საბუთების მიიღება იწარმოებს ზემოთ მითითებულ ვადაში ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე ამონაბეჭდი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელ. ფორმით (ბნსუ-ს ელ.ფოსტა: info@bntu.edu.ge).
კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში საპრეტენზიო განცხადებების მიიღება მოხდეს ზემოთ მითითებულ ვადაში ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე ამონაბეჭდი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38, საკონტაქტო ტელ. 0422 292525, 0422 293232, +995 593 44 22 85) ან ელ. ფორმით (ბნსუ-ს ელ.ფოსტა: info@bntu.edu.ge).
კონკურსის წინასწარი და საბოლოო შედეგები გამოცხადდება ზემოთ მითითებულ ვადებში ბნსუ-ს ვებგვერდის (www.bntu.edu.ge) მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ
