სიახლეები უკან

კონკურსში გამარჯვებული ასისტენტ-პროფესორი

22 აგვისტო 2019

193_Conference.jpg

"ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა“- საერთაშორისო კონფერენციაში ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიება 2019 წლის 16-17 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთოების სამსახურის უფროსმა გიორგი გაბედავამ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ,,უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ,,სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა“ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

გიორგი გაბედავა კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მომხსენებლის სტატუსით თემაზე:

" საზღვაო გადაზიდვების როლი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად (SDG)".