სიახლეები უკან

კონსტანცას საზღვაოო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია 23.05.2020

23 მაისი 2020

 

99107248_3540973899246505_6224201235960954880_o.png

მიმდინარე წლის 23 მაისს კონსტანცას საზღვაო უნივერსიტეტის (Constanta Maritime University, ქ. კონსტანცა, რუმინეთი) ორგნაიზებით გაიმართა სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია „The Future of MET in Digital Era“.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო - საინჟინრო ფაკულტეტის გემის მექანიკის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი ვალერი ქირია (თემის ხელმძღვანელი - პედაგოგი ეკატერინე კალანდაძე).
ვალერი ქირიამ წარადგინა მოხსენება თემაზე „უმაღლესი განათლების დიგტალიზაცია და 2020 წლის პანდემიის გამოწვევები" („Digital of Higher Education and the Challenges of the 2020 Pandemic“), მოხსენების დასრულების შემდეგ, მან უპასუხა კითხვებს და ჩაერთო დისკუსიაში.
კონფერენციაში 28 სტუდენტი მონაწილეობდა, რომლებიც წარმოადგენდნენ შავი ზღვის საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (BSAMI) წევრ 7 უნივერსიტეტს.