ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“ 29.01.2021
2 თებერვალი 2021


2021 წლის 28-29 იანვარს და 1 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“ დაესწრო.

კონფერენცია გახსნა განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

კონფერენციის პირველი დღე დაეთმო უმაღლეს განათლებას, რომელზეც განიხილეს:

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით მიღწევები და გამოწვევები; ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ძირითადი მიმართულებები რომის მინისტერიალის შემდეგ; ბოლონიის პროცესის გავლენა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაზე; უმაღლეს განათლებაში მიკრო კრედიტების აღიარების ევროპული და ეროვნული გამოცდილება; სამედიცინო განათლების ხარისხის განვითარება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) განახლებული მოთხოვნების შესაბამისად; უმაღლეს განათლებაში ელექტრონული და შერეული სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში; სტუდენტთა როლი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებაში.

კონფერენციის მეორე დღე, ასევე დაეთმო უმაღლეს განათლებას, რომელზეც განიხილეს:

უმაღლეს განათლებაში ელექტრონული და შერეული სწავლა-სწავლების ხარისხის
უზრუნველყოფა. საგანგებო რეაგირებიდან პოსტ კოვიდური მოლოდინები; ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) გამოცდილება კლასტერული აკრედიტაციის განხორციელების საკითხში; სამეცნიერო კვლევები საქართველოში - ძირითადი ტენდენციები; სტუდენტთა ჩართულობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ევროპაში - არსებული გამოწვევები; სტუდენტთა ჩართულობის გაძლიერება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაში; ევროპის უნივერსიტეტები და Covid-19 პანდემია - პირველადი რეაგირება და მომავლის პერსპექტივა.

კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიულ განათლებას, რომელზეც განიხილეს:

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები;პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა და თვითშეფასების ანალიზის შედეგები; ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება საქართველოში/პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვის ანალიზი - მიღწევები და გამოწვევები; პროფესიული კრედიტების სისტემა (ECVET) საერთაშორისო გამოცდილება; პროფესიული კვალიფიკაციების ხარისხის განვითარება; სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სისტემის დანერგვის გამოწვევები COVID-19 პირობებში;

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სხვა პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ავტორიზაციის, აკრედიტაციის, სააპელაციო საბჭოების წევრებმა, ასევე სტუდენტებმა, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა : უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) დირექტორმა მარია კელომ, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტმა დევიდ გორდონმა, ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) დირექტორმა ჰელი მატისენმა, ბელგიის ფლამანდრიის რეგიონის მთავრობის, განათლების და ტრენინგის დეპარტამენტის, უმაღლესი და ზრდასრულთა განათლების სამმართველოს უფროსმა მაგალი სოენენმა, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) უმაღლესი განათლების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ გაბელმა, ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) ვიცე-პრეზიდენტმა იაკუბ გროდესკიმ და ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) საერთაშორისო სტუდენტმა ექსპერტებმა მსოფლიოს 20 ქვეყნიდან.

კონფერენცია ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა.