სიახლეები უკან

ყურადღება! დასაქმების ფორუმი!

5 ივნისი 2021

safe_image.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ! ☝ 2021 წლის 15 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, აწყობს დასაქმების ფორუმს. ☝ ფორუმი გაიმართება ,,სანსეტ ბათუმში" (იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარე, არდაგანის ტბის მახლობლად) ☝ ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 40 კომპანია ვაკანსიებითა და სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციით. ☝ 8, 9, 10 ივნისს მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ ტრეინინგ-სემინარს შრომის ბაზარზე ქცევის ელემენტარული წესების შესახებ - გაეცნონ სამუშაოს მოძიების ტექნიკას, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენის, გასაუბრებაზე მოქცევის წესებს. ☝ ფორუმსა და ტრეინინგში მონაწილეობისათვის დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე https://forum.hrajara.gov.ge/ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ბნსუ-ს პრაქტიკისა და დასაქმების სამსახურს (Lela Shanidze 577 557 555)