სიახლეები უკან

კვალიფიკაციის ამაღლების კურსი ბიბლიოთეკარებისთვის 07.08.2020

7 აგვისტო 2020

 

117080504_3765419590135267_403990900159256910_n.jpg

მიმდინარე წლის 2-4 აგვისტოს, აგვისტოს, საბიბლიოთეკო ასოციაციის კვალიფიკაციის ამაღლების სამდღიანი კურსი გაიმართა.

ტრენინგს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მაკა გეგეშიძე დაესწრო.

სემინარი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული.

ტრენინგი რეგიონებისა და სასკოლო დაწესებულებების ბიბლიოთეკარებისათვის საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა.

სწავლების პროგრამა მოიცავდა სიახლეებს საბიბლიოთეკო საქმეში, ასევე საბიბლიოთეკო კლასიფიკაციასა და ფონდების ორგანიზაციას, განხილულ იქნა საერთაშორისო სტანდარტები საბიბლიოთეკო დარგში, მკითხველთა მომსახურებისა და ინტერნეტ რესურსების გამოყენების საკითხები.მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.