ყველა პირველკურსელს ვულოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას
31 აგვისტო 2015
ყველა პირველკურსელს ვულოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას
ბნსუ-ში პირველკურსელთა აკადემიური და ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია იწარმოებს 14 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00
რეგისტრაციისათვის აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი მოწმობის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი ;
გ) ფოტოსურათი 3 ცალი (3x4), ასევე სურათის ელექტრონული ვერსია (СD დისკი);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
