სიახლეები უკან

„კვლევა და ინოვაცია“

19 დეკემბერი 2012

მიმდინარე წლის დეკემბრიდან ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ჩაერთო ევროკომისიის პროექტში „კვლევა და ინოვაცია“ სახელწოდებით „თანამშრომლობა საზღვაო ავარიების კვლევის სფეროში“. 
პროექტში აგრეთვე, მონაწილეობენ ესპანეთის, რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, საფრანგეთის და იტალიის საზღვაო უნივერსიტეტები და კვლევითი ცენტრები. 

პროექტის მიზანია 

1) ხელი შეუწყოს საზღვაო კვლევების სფეროში ევროკავშირის წევრი სამი ქვეყნისა და ევროპის კეთილმეზობლობის პოლიტიკის სამი ქვეყნის უნივერსიტეტთა და კვლევით ცენტრთა თანამშრომლობას; 
2) პროექტის მონაწილე ქვეყნებიდან ექსპერტთა შერჩევისა და შესაბამისი ჯგუფების დაკომპლექტების მეშვეობით მნიშვნელოვანი საზღვაო ავარიების ერთობლივი კვლევის განხორციელება