სიახლეები უკან

კვლევითი საქმიანობის შეფასებისა და პროდუქტიულობის მონიტორინგის შეხვედრა

19 ნოემბერი 2025

2025 წლის 19 ნოემბერს, ბნუ-ში გაიმართა შეხვედრა აკადემიური პერსონალის მონაწილეობით კვლევითი საქმიანობის შეფასებისა და პროდუქტიულობის მონიტორინგის საკითხებზე.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კვლევითი საქმიანობის შეფასების განახლებული სისტემა, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს. განხილულ იქნა შეფასების შედეგები და არსებული ხელშეწყობის მექანიზმები. მონაწილეებმა იმსჯელეს გაუმჯობესების საჭიროებებზე.

შეხვედრის შედეგად დაიგეგმა შემდგომი განვითარების ღონისძიებები.