ლატვიის დელეგაციის ვიზიტი
17 მაისი 2016
2016 წლის 17 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ ლატვიის კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი, რიგის საზღვაო კოლეჯის დირექტორი ბატონი იანის სტიცენკო და მისი მოადგილე, ქალბატონი ლივია იანკოვსკა, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ბატონები გიორგი მასალკინი და თემურ ბოლქვაძე. სტუმრებმა დაათვალიერეს ბათუმის ნავიგაციის საწავლო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გაეცვნენ დაწესებულების საგანმანათლებლო მიმართულებებს.
