ლექციები კლაიპედას უნივერსიტეტის სტუდენტებს
5 მარტი 2022
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთოების სამსახურის უფროსის, ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავას სამუშაო ვიზიტი კლაიპედას უნივერსიტეტში, ლიეტუვა გრძელდება.
პროფესორმა ვიზიტის ფარგლებში ლექციები ჩაუტარა კლაიპედას უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ლექციები კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობდა და მას სტუდენტებთან ერთად კლაიპედას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ.
იგი, ასევე სტუდენტებთან ერთად ეწვია კლაიპედას უნივერსიტეტის საზღვაო კვლევით ინსტიტუტს, დაათვარიელა ინსტიტუტში არსებული ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები. კვლევითი ინსტიტუტის უფროსთან განიხილა ბნსუ-სა და ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ლექციები ციკლის დასრულების შემდეგ პროფესორმა სტუდენტებთან და კლაიპედას უნივერსიტეტის პერსონალთან ერთად ნერინგას მუნიციპალიტეტი (Neringa Municipality) დაათვალიერა.
