მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
ბნუ აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე „ლოგისტიკა“.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია:
- I ნაწილი – ლოგისტიკის მაგისტრი / Master of Logistics
- II ნაწილი – კვლევის მაგისტრი ლოგისტიკაში / Master of Research (MRes) in Logistics
პროგრამის მოცულობა: I ნაწილი 60 კრედიტი (ECTS), II ნაწილი 60 კრედიტი (ECTS)
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
მაგისტრატობის კანდიდატთა რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა:

რეგისტრაციის პროცედურა და წარსადგენი დოკუმენტები
- სარეგისტრაციო განცხადება (შეივსება საბუთების ჩაბარების დროს);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი);
- 4 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) და დიპლომის დანართი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები). მაგისტრანტობის კანდიდატისგან (საქართველოს მოქალაქეები) დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო დიპლომის და დიპლომის დანართის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია შესაბამისი უსდ-ის მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის, პროგრამის კომპონენტების, მიღებული კრედიტების და შეფასებების მითითებით;
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
- ინგლისური ენის პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/სხვ.;
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაეცნოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობას (იხ. „ლოგისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობა“), გაესაუბროს პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღოს ან დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები და სხვ. (იხ. „საკონტაქტო ინფორმაცია“);
- მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში (შემდგომში - ბნუ) შიდა გამოცდებზე გასვლის უფლება, მაგრამ ბნუ-ს მიერ დადგენილ ვადებში არ მიმართა ბნუ-ს, არ წარადგინა სავალდებულო დოკუმენტები და არ გაიარა რეგისტრაცია, კარგავს შიდა გამოცდებზე გასვლის, შესაბამისად, ბნუ-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას;
- მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას გამოცდაზე ქცევის წესები;
- შიდა გამოცდები ტარდება სპეციალობაში (იხ."საგამოცდო საკითხები“) და ინგლისურ ენაში (ტესტის ნიმუში 1; ნიმუში 2).
- ინგლისურ ენაში გამოცდა არ უტარდება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც არანაკლებ B2 დონეზე ინგლისური ენის ცოდნის ფლობა უდასტურდება:
- საერთაშორისო სერტიფიკატ(ებ)ით (მაგ., ტოიფელი (TOEFL PBT), ტოიფელი (TOEFL IBT), ბრიტანეთის საბჭოს და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (IELTS), ბრიტანეთის საბჭოს და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (Cambridge Exam), კემბრიჯის უნივერსიტეტის (Cambridge ESOL Examination) და /ან სხვ.), შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საერთაშორისო/ უცხოეთის/საქართველოში მოქმედი ორგანიზაციის/წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომლითაც დგინდება/ დასტურდება შესაბამის დონეზე ენის ფლობა - ამ შემთხვევაში უცხო ენის გამოცდაში ენიჭება მაქსიმალური ქულა;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომის დანართით ან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანიზაციის/სხვ. მიერ გაცემული ცნობით/სხვ., რომელშიც მითითებულია ფლობის დონე და შეფასება - ამ შემთხვევაში უცხო ენის გამოცდაში ენიჭება დანართში/ცნობაში/სხვ. მითითებული შეფასების პროპორციული ქულა.
- ბნუ-ში გამოცდისთვის დადგენილი დროის ლიმიტი შეადგენს 03 (სამ) საათს;
- მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, შეუძლია ბნუ-ს მიერ დადგენილ ვადაში გაასაჩავროს გამოცდის შედეგი (მიღებული შეფასება);
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპისა და ბნუ-ს შიდა გამოცდ(ებ)ის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს ბნუ-ს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში (ბოლო ვაკანტურ ადგილზე გასული რამდენიმე თანაბარქულიანი მა-გისტრანტობის კანდიდატების არსებობის შემთხვევაში - პირი, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში აქვს მიღებული მეტი ქულა);
- ბნუ-ში სტუდენტის (მაგისტრანტის) ვალდებულებებისა და უფლებების, სტატუსის მოპოვების, შეჩერების, აღდგენის, შეწყვეტის, ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის და სხვ. საკითხები რეგულირდება შინაგანაწესით, რომლის გაცნობა და მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი №38
ვებგვერდი: www.bnu.edu.ge
ელ.ფოსტა: info@bnu.edu.ge
საკონტაქტო ტელეფონი: (+995) 579 08 07 08
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 სთ.
