სიახლეები უკან

მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან

22 ივლისი 2025

2025 წლის 21 ივლისს, ბნუ-ს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ სამსახურის განვითარებაზე, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ბნუ-ს რექტორმა კიდევ ერთხელ გამოთქვა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი, რაც წარმატებული სტუდენტების წახალისებასა და მათთვის მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის ბოლოს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს ბნუ-სა და სამსახურს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გაუმჯობესებას და თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ვეტერანებისა და მათი ოჯახების ინტერესების მხარდასაჭერად.