მეოთხე მრჩეველთა აკადემიური კომიტეტი 30.10.2020
30 ოქტომბერი 2020
2020 წლის 30 ოქტომბერს, რიგით მეოთხე მრჩეველთა აკადემიური კომიტეტი გაიამართა. კომიტეტს საზღვაო სფეროს წარმომადგენლები საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, საკრუინგო კომპანიებიდან და უცხოელი დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტიდან შეხვედრას დაესწრო ბნსუ-ს კანცლერი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და საზღვაო საწვრთვნელი ცენტრის თანამშრომლები.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დარგში განხორციელებულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, აქტუალური იყო საკითხი, პანდემიის მიერ გამოწვეული ბარიერები და დაძლევის გზები.
შეხვედრაზე ბნსუ-ს წარმომადგენლებმა გააკეთეს მოხსენება უნივერსიტეტის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და სამომავლო გეგმებზე.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული.
