სიახლეები უკან

მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,უკრაინა - ევროკავშირი. თანამედროვე ტექნოლოგიები, ეკონომიკა და სამართალი“

14 იანვარი 2018

 26803727_1933430160019862_859510913_n.jpg

2018 წლის 24-28 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით, გაიმართება მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,უკრაინა - ევროკავშირი. თანამედროვე ტექნოლოგიები, ეკონომიკა და სამართალი“. კონფერენციის ჩატარების ქვეყნებია სლოვაკეთი და ჩეხეთი. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეთან ერთად, კონფერენციის ორგანიზატორებია: უკრაინის განათლებისა და მენიერების სამინისტრო, ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა), უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტი, უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის განვითარების ინდუსტრიულ პრობლემათა კვლევის ინსტიტუტი, ივანი-ფრანკოვსკის ნავთობისა და გაზის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ევროპული ჩერნიგოვი“  (უკრაინა), მიხაილ ბალუდიანსკის აკადემიური საზოგადოება (სლოვაკეთს რესპუბლიკა), კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი (სლოვაკეთის რესპუბლიკა), ცნეტრალური ევროპის უნივესიტეტი (სლოვაკეთის რესპუბლიკა), ალექსანდრე დუჩეკის უნივერსიტეტი ტრენჩინში (სლოვაკეთის რესპუბლიკა), ლოდზის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი), დ. ა. ცენოვის სახელობის მეურნეობის აკადემია (ბულგარეთი), დოქტორ იან-ურბან სანდალის სახელობის ინსტიტუტი (ნორვეგია), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სქართველო),  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო), ბაქოს სლავური უნივესიტეტი (აზერბაიჯანი).

დაწვრილებითი ინფორმაცია კონფერენციის პირობების, გრაფიკისა და ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე იხილეთ ბმულზე