მერაბ ადეიშვილის წიგნის პრეზენტაცია
29 აპრილი 2024
29 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში მერაბ ადეიშვილის წიგნის „საქართველო საზღვაო ქვეყანა“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის პრეზენტაციას თავად ბატონი მერაბ ადეიშვილი ეწვია. დამსწრეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა ავტორისგან მოესმინათ წიგნის შესახებ და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.
ღონისძიებას ბნსუ-ს სტუდენტები/პროფესიული სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, ასევე, სხვა სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.
აჭარის ტელევიზიის სიუჟეტი
TV25-ის სიუჟეტი
