მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია ბაქოში
2025 წლის 21-23 ოქტომბერს, ბნუ-ს პროფესორმა და ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან გოლეთიანმა, მონაწილეობა მიიღო მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაში - “Risk-oriented Design and Operation of Infrastructure Systems: Sustainability Paradigm”, სადაც წარადგინა მოხსენება თემაზე: „The Human Factor in Sustainable Agri-Food Production: Connections and Challenges in Georgia“.
კონფერენცია ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანში გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდა 38 ქვეყნის მკვლევარი და მეცნიერი.
კონფერენციას აზერბაიჯანის ნავთობის და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის სპიკერებს შორის იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები, პროფესორები სვეტოსლავ ტიმაშევი და ელენა ნიკიტინა.
