მეცნიერების ფესტივალი
19 ოქტომბერი 2024
2024 წლის 18 ოქტომბერს, ბნსუ-ს პროფესიულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მეცნიერების ფესტივალში - ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”.
ბნსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობის პროფესიულმა სტუდენტებმა ფესტივალის დამსწრეებს თავიანთი გამოგონებები გააცნეს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა მხარდაჭერას და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
