მეზღვაურის დღე - 2014
2014 წლის 25 ივნისი მეზღვაურის საერთაშორისო დღეა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით ბათუმში გაიმართა საზეიმო ღონისძიებათა რიგი, რომელშიც ბნსუ-ს სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლემა მიიღეს მონაწილეობა. ბნსუ-ს სტუდენტები მონაწილეობდნენ საზეიმო მსვლელობაში, რომელიც 26 მაისის პარკის კოლონადებიდან დაიწყო და ბათუმის საზღვაო ნავსადგურში დასრულდა. სტუდენტებმა და ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო საზიემო შეხვედრაში, რომელიც ნავსადგურში გაიმართა. შეხვედრაზე დააჯილდოვეს ღვაწლმოსილი ქართველი მეზღვაურები, მათ შორის ბნსუ გემთმექანიკის კათედრის გამგე, ბატონი როლანდ რიჩკოვი. ბნსუ-ს სტუდენტებს გადაეცათ სიგელები მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის.
