სიახლეები უკან

მეზღვაურის საერთაშორისო დღე 25.06.2021

25 ივნისი 2021
204147099_4726978820646001_2286078525466440722_n.jpg   ▪ მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბათუმის მეათე ნავსადგურში, ტრადიციული ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. მოეწყო საზეიმო მსვლელობა. ? მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგელები. ? ბნსუ-ს სტუდენტებს გიორგი დვალსა და რამაზ კონცელიძეს სიგელები გადასცეს. საზღვაო სფეროს განვითარებაში წვლილის შეტანისათვის დააჯილდოვეს შორეული ნაოსნობის კაპიტნები. ⛴ ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ღირსების მედალი გადაეცათ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის ქართველ წევრებს, მათ შორის ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, გიორგი თუშმალიშვილს, ელგუჯა ნიგალიძეს, ზებურ დიასამიძეს, აჩიკო ბოლქვაძეს, მამუკა დოლიძესა და არჩილ ცინცაძეს. ? საპატიო ჯილდოები მიიღეს, საზღვაო სფეროს გამოცდილმა მუშაკებმა. ⚓⚓ მეზღვაურთა დღე ტრადიციულად, 2⃣5⃣ ივნისს აღინიშნება.