მეზღვაურთა საერთაშორისო დღე
2025 წლის 25 ივნისს, ბნუ-ში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
წელს ღონისძიება მიზნად ისახავდა პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვას იმ პირებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს როგორც საზღვაო დარგის, ასევე ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის წინსვლასა და განვითარებაში. მათი ღვაწლი მეზღვაურთა ახალგაზრდა თაობის აღზრდაში შეუფასებელია. ამის აღსანიშნავად მათ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები, როგორც პროფესიული და საზოგადოებრივი ღვაწლის აღიარების სიმბოლო.
აგრეთვე, ბნუ-ს პროფესორს, ქალბატონ ნაირა ტაბიძეს, ბნუ-ს ადმინისტრაციამ საზეიმო ვითარებაში მიულოცა 65 წლის იუბილე.
გარდა ამისა, ბნუ-ს სტუდენტებმა პატივი მიაგეს ღვაწლმოსილი მეზღვაურების ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ინიციატივით 2011 წლიდან აღინიშნება. ბნუ ყოველწლიურად უერთდება აღნიშნულ ინიციატივას მეზღვაურის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით.
ბნუ ულოცავს ყველა მეზღვაურს პროფესიულ დღეს.
აჭარის ტელევიზიის გადაცემა "დიდი შესვენება"
