სიახლეები უკან

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

25 ივნისი 2018

 

36455634_2199549086722333_4500837920449495040_o_1.jpg

2018 წლის 25 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პერსონალმა მონაწილეობა მიიღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაში. მეზღვაურებს, საზღვაო დარგის მუშაკებსა და საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა მამუკა ბახტაძემ, აჭარის ა. რ. მთავრობის თავმჯდომარემ, ბატონმა ზურაბ პატარაძემ, ოფიციალურმა პირებმა. საზღვაო ტრანსპორიტს სააგენტოს დირექტორმა, ქალბატონმა თამარ იოსელიანმა კურსდამთავრებულებსა და წარჩინებულ სტუდენტებს გადასცა დიპლომები და წარჩინების სიგელები. შედგა ღვაწლმოსილ მეზღვაურთა დაჯილდოების ცერემონია.